“ოქროს ბურთის” მფლობელი უსმან დემბელე გახდა

ფეხბურთში მამაკაცთა შორის France Football-ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა.
გამარჯვებული დაჯილდოების 69-ე ცერემონიაზე რონალდინიომ გამოაცხადა.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილი კი ვიტინიამ (პსჟ) და მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) დაიკავეს.
სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა:
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ლამინ იამალი (ბარსელონა, ზედიზედ მეორედ);
წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ);
წლის საუკეთესო მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი);
წლის საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ დიოკერეში (არსენალი);
წლის საუკეთესო გუნდი – პსჟ.
ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.
“ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის იყო “პსჟ”-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში მე-12 ადგილი დაიკავა.
დემბელემ „პსჟ“ -სთან ერთად წინა სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2024-25 წლების სეზონში მან 35 გოლი გაიტანა პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა