ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა - WGC

ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა - WGC

მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მე-2 კვარტალში, ოქროზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 3%-ით გაიზარდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში უნცია ოქროზე ფასმა ისტორიულ პიკს - 3 500 აშშ დოლარს მიაღწია და მაღალ დონეზე დარჩა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ოქროთი უზრუნველყოფილ საფონდო ბირჟებზე (ETF) შემოდინებამ, წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. საინვესტიციო მოთხოვნა წლიურად 78%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ოქროს საბჭოს შეფასებით, ოქროს შესყიდვები და ფასები კვლავ მაღალ დონეზე დარჩება.
ორგანიზაციის უფროსმა ბაზრის სტრატეგმა, ჯონ რიდმა, განაცხადა, რომ ინვესტორები, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, გეოპოლიტიკური მოვლენების გამო არიან შეშფოთებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.