ოფიციალური პირი – ისრაელელი სამხედროები ომის მესამე ეტაპზე გადადიან, რომელიც მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდება

ისრაელს ღაზის სექტორიდან თავისი ძალების ნაწილი გამოჰყავს, რათა „ჰამასის“ წინააღმდეგ უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე გადავიდეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.
მისი განმარტებით, ნაწილობრივ აბრუნებს რეზერვისტებს სამოქალაქო ცხოვრებაში, რათა ქვეყნის ეკონომიკას დახმარება გაუწიოს. ამასთან, გამოყვანილი ჯარის ნაწილი ლიბანში შესაძლო მეორე ფრონტისთვის მოემზადება. ოფიციალური პირის თქმით, ღაზის სექტორში ომი მანამ გაგრძელდება, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება.
მისი ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები გადადიან ომის მესამე ეტაპზე, რომელიც მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდება. “ამას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება და ტერორისტების წინააღმდეგ ინტენსიურ გამწმენდ მისიებს მოიცავს”, – განაცხადა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტერ ფიშერი – თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ