არქივი31 აგვისტო, 2024, 16:09
ოფიციალურად: ტოუნი "ალ-აჰლის" ფეხბურთელი გახდა და ოსიმენის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა
საუდის არაბეთის კლუბმა "ალ-აჰლიმ" გვაუწყა, რომ "ბრენტფორდიდან" 28 წლის ინგლისელი ფორვარდი აივან ტოუნი გადაიბირა.
გარიგების საფასურმა 40 მილიონი ევრო შეადგინა, კონტრაქტი კი 4 წლის ვადით გაფორმდა. ტოუნი სეზონურად 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ინფორმაციისთვის, "ნაპოლის" ფორვარდ ვიქტორ ოსიმენისთვის "ალ-აჰლი" ერთ-ერთი ვარიანტი იყო და არჩევანი მასსა და ტოუნის შორის კეთდებოდა, რის შემდეგაც დიდი ალბათობით, ნიგერიელის ტრანსფერი გამოირიცხება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.