არქივი5 იანვარი, 2024, 14:43
ოფიციალურად - "ნაპოლიმ" განაპირა მცველი დაიმატა
28 წლის მცველი პასკუალე მაცოკი "სალერნიტანადან" "ნაპოლიში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბი საიტით ავრცელებს.
"ნაპოლიმ" მაცოკი 3 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა.
მაცოკი ნეაპოლის გარეუბანშია დაბადებული, მარჯვენა მცველია, ჯოვანი დი ლორენცოს ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.