ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოფიციალურად: მამარდაშვილი "ლივერპულის" ფეხბურთელია

"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი კარის დარაჯი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მერსისაიდული" კლუბი ტრანსფერს დაადასტურებს.
"მამარდა" მიმდინარე სეზონს იჯარის წესით კვლავ "ღამურების" რიგებში გაატარებს, "ლივერპულს" კი 2025/2026 წლების სეზონის სტარტზე შეუერთდება.
"ლივერპული" "ვალენსიას" მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდის.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.