ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოფიციალურად: ბრაზილიამ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და ანჩელოტის ელის

ოფიციალურად: ბრაზილიამ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და ანჩელოტის ელის

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გვაუწყა, რომ დორივალ ჯუნიორი მათი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.
როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, "სელესაოს" ყოფილ თავკაცს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
დორივალი ბრაზილიის ნაკრებს სათავეში 2024 წლის დასაწყისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 16 მატჩში გუნდმა 7 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი დააფიქსირა. ბოლო წვეთი ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციისთვის კი არგენტინასთან განადგურება (1:4) აღმოჩნდა.
"სელესაოს" მომდევნო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი სახელდება, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების თავკაცად "რეალში" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ელიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.