ოსლოს აეროპორტში, დრონის დაფიქსირების გამო, ფრენები შეფერხდა

ნორვეგიის ოსლოს აეროპორტმა დღეს დილით თვითმფრინავების მიღება დროებით დააპაუზა, - ინფორმაციას Reuters-ი აეროპორტის ოპერატორ კომპანია Avinor-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ერთი ან მეტი თვითმფრინავი ჰაერში ელოდა სიტუაციის გარკვევას. ალტერნატიული აეროპორტებისკენ არცერთი თვითმფრინავი არ გაფრენილა“, - განაცხადა Avinor-ის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ შუაღამისას მიიღო შეტყობინება, რომ Norwegian Air-ის პილოტმა აეროპორტთან დრონები დააფიქსირა. პილოტის ინფორმაცია არ დადასტურებულა და აეროპორტში ყველა ოპერაცია განახლდა.
Avinor-ის თქმით, საჰაერო მიმოსვლის შემდგომი შეფერხებები არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული ავიაცია არაერთხელ შეფერხდა დრონების დაფიქსირებისა და საჰაერო შეჭრის გამო, მათ შორის კოპენჰაგენის, ოსლოსა და მიუნხენის აეროპორტებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.