ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოსიმენი საკაცით გაიყვანეს - ცნობილია როდის დაუბრუნდება "ნაპოლის"

აფრიკის თასის მეოთხედფინალში ანგოლასთნ მოგებულ მატჩში (1:0) ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო გააუქმეს და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
თუმცა, ოსიმენის დაზიანება უმნიშვნელო გამოდგა, თამაში მალევე გააგრძელა და 90+5-ე წუთზე შეცვალეს.
ნიგერია 7 თებერვალს ნახევარფინლში კაბო ვერდესა დ სამხრეთ აფრიკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, თუ გაიმარჯვა, 11 თებერვალს ფინალში ითამაშებს, თუ არადა 10 თებერვალს მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
ასე რომ, ოსიმენი ნეაპოლში 14 ან 15 თებერვალს დაბრუნდება, იქამდე "ვერონასთან" და "მილანთან" ვერ დაეხმარება თავის კლუბს და სავარაუდოდ, 17 თებერვალს "ჯენოასთან"
ითამაშებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.