ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ოსიმენის მომავალი კლუბი 95%-ით ცნობილია" - ნიგერიელი ჟურნალისტი

"ოსიმენის მომავალი კლუბი 95%-ით ცნობილია" - ნიგერიელი ჟურნალისტი

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნაპოლიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ კლუბს შეიცვლის.
სტამბოლურ კლუბს ნიგერიელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, "პარტენოპეი" კი მის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს.
ფეხბურთელთან დაახლოებული ნიგერიელი ჟურნალისტის ცნობით, ოსიმენი დიდი ალბათობით, კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს და ამ გარიგების ალბათობა 95%-ს უდრის.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "გალათასარაის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.