ოსიმენის გარეშე? - როგორი იქნება "ინტერისა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები
სერია A-ს 29-ე ტურში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი ორი გუნდი, "ინტერი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან. ilmattino-ს მტკიცებით, გუნდები თამაშს შემდეგი შემადგენლობებით დაიწყებენ:
ინტერი: ზომერი, ბისეკი, აჩერბი, ბასტონი, დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო, ტიურამი
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.
ვიქტორ ოსიმენმა კუნთის ტრავმა მოირჩინა, ჯერ ინდივიდუალურად ივარჯიშა, შემდეგ გუნდთან ერთად და თუ მისი მდგომარეობა დამაკმყოფილებელი იქნა, მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს და ნიგერიელი სასტარტოში დააყენოს.
"სან სიროზე" მატჩი თბილისის დროით 23:45
საათზე დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.