ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოსაკაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ოსაკაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქალაქ ოსაკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რომელსაც ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 120-მდე სტუმარი დაესწრო.
საქართველოს მეღვინეობის კულტურას, ისტორიისა, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია Red Bridge-ის დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.
ამასთან ერთად, ცნობილმა იაპონელმა სომელიე მოტოჰირო ოკოშიმ სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა და ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილება გაუზიარა.
კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.