ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთანაა კავშირში

ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთანაა კავშირში
ფოტო: Getty Images
3
წაკითხვა
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორ წლამდე ასაკში შაქრის ძალიან მცირე რაოდენობით მიღება, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ თავის ტვინს იცავდეს. კვლევამ შეისწავლა, როგორ იმოქმედა გაერთიანებულ სამეფოში შაქრის რაციონირების დასრულებამ.
მეორე მსოფლიო ომის დროს, გაერთიანებულ სამეფოში, სურსათზე, მათ შორის შაქარზე, მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და თითოეულ ადამიანს კვირაში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის შაქრის ყიდვის უფლება ჰქონდა. ამ სისტემას შაქრის რაციონირება ეწოდება. კვლევამ შეისწავლა, რა გავლენა იქონია ამ შეზღუდვის მოხსნამ, რომლის შემდეგაც ადამიანების რაციონში შაქრის რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ვინც შაქრის რაციონირების პერიოდში ბავშვი იყო, დემენციის განვითარების 23%-ით ნაკლები რისკი ჰქონდა.
კვლევა ამას გადაჭრით ვერ ამტკიცებს, თუმცა ექსპერტების თქმით, ჯანსაღი კვება თავის ტვინისთვის ყოველთვის სასარგებლოა. ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ სიცოცხლის პირველი 1000 დღე ჩვენი მომავალი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია.
ქალები თავიანთი სასურსათო ბარათებით ომის წლების ლონდონში, პეტიკოუთ ლეინის ბაზარში.
ფოტო: Getty Images
არაერთი კვლევა სწავლობს ამ “ბუნებრივ ექსპერიმენტს” — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში სურსათის რაციონირების დასრულებას. 1953 წლის სექტემბერში შაქრის რაციონირება დასრულდა და საშუალო მოხმარება მაშინვე გაიზარდა: დღეში დაახლოებით 41 გრამიდან (10 ნატეხი შაქარი) 80 გრამამდე (20 ნატეხი შაქარი).
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ წლების შემდეგ ამან მე-2 ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის შემთხვევები გაზარდა.
ახალი ანალიზი ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჩაატარა. მკვლევრები იმ ბავშვებს აკვირდებოდნენ, რომლებიც შაქრის რაციონირების პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ იზრდებოდნენ. მათი მტკიცებით, ორ წლამდე ასაკში შაქრის რაციონირებამ დემენციის რისკი 23%-ით შეამცირა, ხოლო დაავადება საშუალოდ ორ-ნახევარი წლით გვიან ვლინდებოდა.
მეორე მსოფლიო ომის სასუსნავი: ბოსტნეული ჩხირზე
ფოტო: Getty Images
“ჩვენი მიგნებები მიუთითებს, რომ სიცოცხლის ყველაზე ადრეულ ეტაპზე შაქრის შეზღუდვას, შესაძლოა, თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი დადებითი ეფექტი ჰქონდეს”, — აღნიშნა მკვლევარმა ჯიაჟენ ჟენგმა. თუმცა, ჟენგის თქმით, იმის დასადგენად, ნამდვილად შაქარია თუ არა ამის მიზეზი, “დამატებითი კვლევებია საჭირო”.
“შესაძლოა, ეს მართლაც საინტერესო მიგნების კვალია”, — ამბობს რეიჩელ რიჩარდსონი, Cochrane-ის (დამოუკიდებელი არაკომერციული ქსელი, რომელიც სამედიცინო კვლევებს აგროვებს და აჯამებს) მეთოდოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ეს არ არის “უდავო მტკიცებულება” იმისა, რომ ადრეულ ასაკში შაქრის მიღება დემენციას უკავშირდება.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, კვლევაში მონაწილე თითოეული ადამიანი რეალურად რამდენ შაქარს მოიხმარდა. ცნობილია მხოლოდ ის, როდის დაიბადნენ ისინი შაქრის რაციონირების პერიოდთან შედარებით.
საუბრისას “მმ” და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
“ეს მტკიცებულება 1940-იან და 1950-იან წლებში დაბადებულ ადამიანებს ეხება, ამიტომ დღევანდელ ბავშვებზე მისი გავრცელება რთულია. მაგალითად, იმ დროს ბავშვები დამატებით საკვებზე უფრო ადრე გადადიოდნენ, რასაც ჩვილებისა და ბავშვების ადრეულ კვებაზე დიდი გავლენა ჰქონდა”, — თქვა რიჩარდსონმა.
“ეს საინტერესო იდეაა, რომელიც დისკუსიას აჩენს, მაგრამ ჩემი აზრით, მეტი მტკიცებულებაა საჭირო”, — აღნიშნა ასტონის უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაციის პროფესორმა იან მეიდმენტმა.
მისივე თქმით, 80 წლის წინანდელ მოვლენას თუ დღევანდელ ჯანმრთელობასთან დავაკავშირებთ, “უამრავი” სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელმაც, შესაძლოა, როლი ითამაშოს.
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
“დაბნელების სეზონი” დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში10276 ნახვა
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?2437 ნახვა
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა1725 ნახვა
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება1723 ნახვა
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ1566 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
Paleo
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ბანკები და ფინანსები
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
გადახედვა
მეცნიერება
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI-ზე მომუშავე ადამიანები აშშ-ის მთავრობას AI-ის განვითარების რეგულირებას სთხოვენ
AI-ზე მომუშავე ადამიანები აშშ-ის მთავრობას AI-ის განვითარების რეგულირებას სთხოვენ
გადახედვა
ტექნოლოგიები
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
მედიცინა
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
დედამიწა
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს