არქივი17 თებერვალი, 2025, 19:08
„ორ ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი არჩილ მელიქაძე გახდა

საქართველოში სუპერმარკეტების ერთ-ერთ უმსხვილესი ქსელის „ორ ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი არჩილ მელიქაძე გახდა.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანიას აქამდე მხოლოდ დირექტორი მართავდა. შოთა გიორგაძე, რომელიც 2024 წლის 25 ნოემბრამდე კომპანიის ერთადერთი დირექტორი იყო, „ორი ნაბიჯის“ დირექტორის თანამდებობაზე ახლაც რჩება.
ცნობისთვის, „ორი ნაბიჯის“ მფლობელები, თანაბარი წილებით, გოჩა ცქიტიშვილი, გიორგი ჩხეიძე და კახი ბექაურია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.