“ოცნება” ყველაზე სუსტია მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ” – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, გიორგი ბილანიშვილმა TV პირველის გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.
მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” გუნდში მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის კარზე არსებული დაპირისპირება არ არის.
გიორგი ბილანიშვილი თვლის, რომ წარმოუდგენელია ღარიბაშვილი-კობახიძის დაპირისპირებას რუსეთი გულხელდაკრეფილი უყურებდეს. მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში რუსეთის პოზიციები საგრძნობლად გაიზარდა.




