ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ სანქციების შემოღების შესაძლებლობასა და უვიზო მიმოსვლის საკითხზე – ჰერჩინსკი

23 ივნისს, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ და იმსჯელებენ სამ საკითხზე – ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე, სანქციების დაწესებაზე და უვიზო რეჟიმზე – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ყოველთვიურ მინისტერიალზე განსახილველ საკითხებს წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და მათი შინაარსი წინასწარ ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ „უფრო დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე ჩატარებული მოსამზადებელი მოლაპარაკებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, წევრი სახელმწიფოები ამ სამ საკითხზე იმსჯელებენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება.
მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა, ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლის საკითხია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა