ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის

ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობა იწყება, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს და ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის (The George Washington University https://www.gwu.edu/), თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.
მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას განავითარონ თანამშრომლობა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით. შეთანხმება მოიცავს ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავებას, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებებისა და კონფერენციების დაორგანიზებას.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს SEU-ს საერთაშორისო ქსელს, რომელიც უკვე მოიცავს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT). ეს ნაბიჯი ადასტურებს SEU-ს ამბიციას, იყოს აქტიური მონაწილე გლობალურ აკადემიურ პროცესებში და უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლება საქართველოსა და რეგიონში.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია