ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში – წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენასაც უნდა შეუწყოს ხელი.
„ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში – წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, გაგაძლიერა, მოგქცა ნუგეში, გადაგალახვინა უმძიმესი და არაერთი ცხოვრებისეული განსაცდელი და ყოველი ამ განსაცდელის გადალახვის შემდეგ უფრო ძლიერი გაგხადა.
ილია მეორის მოღვაწეობა 100 წლიან პერიოდში რომ განვიხილოთ, ამ პერიოდს თამამად გავყოფდი ორ ნაწილად: პირველი ორმოცდაათი წელი ეს იყო ათეისტურ საქართველოში ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიური ცხოვრების ელემენტების შენარჩუნების ეპოქა. საქართველო იმ პერიოდში წააგავდა კანდელს, რომლის ფითილი კი ანათებდა, მაგრამ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ყოველ სახელოვან წინამორბედს უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ამ კანდელს არ დაკლებოდა ზეთი, რომ ფითილი არ ჩამქრალიყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა ილია მეორემ საქართველო და წერტილი დაუსვა იმ ეპოქის ნაწილს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნების ხანა. ამის შემდეგ დაიწყო აღორძინების ხანა. იმ კანდელიდან პატრიარქმა დაანთო უამრავი კელაპტარი. 46 მოქმედი ეკლესია ჩაიბარა, 10 მოქმედი მღვდელ-მთავარი და დღეს საქართველოს დაუტოვა 3 ათასზე მეტი მღვდელმსახური, 1600 მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია, საიდანაც 6 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული.
კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს. მან შექმნა სრულიად საქრისტიანოში და მართმადიდებელ სამყაროში უნიკალური და უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო, იმ დანატოვარის თანახმად, რომელიც შემოგვინახა დავით მეფემ 118-ე ფსალმუნში. მთელი საქართველო გაერთიანდა და ერთიდაიმავე დროს ერთხმად ვლოცულობთ უფლისა და ზეციური დასის თვალსაჩინო წარმომადგენლების სახელზე. ამ ყველაფრით კი პატრიარქმა შექმნა „კარკასი“, არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ ზოგადად 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენას უნდა შეუწყოს ხელი,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა