არქივი17 აპრილი, 2026, 14:21
ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ტურნირის ფინალში გავიდნენ.
ლაშამ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ჟან ბენჟამინ გაბა დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.
რაც შეეხება ლიპარტელიანს, მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო.
ეთერ ლიპარტელიანი ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ტინმნა ნელსონ ლევის შეხვდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.