ორი მილიონის პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა

რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ქართულ აქციებზე არასდროს არავის უსვრია, ახლა შეგვაჩვიეს ნელ-ნელა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მშვიდობიან აქციას ეძახიან იმ აქციებს, სადაც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან, სადაც ფეიერვერკებს, ცეცხლს სახეში ესვრიან.
„ორი მილიონით მეტი იყო ნოემბერში გაყიდული. ეს პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, ორი მილიონის. მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა რასაც ჰქვია და არ გაუტარებს ამ თავხედობას სახელმწიფო არავის. ისე კი არა, მათ სტილში, უბრალოდ კანონის ჩარჩოებში. კანონის ჩარჩოებში არ გაუტარებს სახელმწიფო და სახელმწიფო იდგება მყარად, ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე