ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი

“ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“ორი კარვით კეტავდე ქუჩებს , სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია ⚫️

რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია“, – წერს ნინო წილოსანი.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.