ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორი თვეა საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა

ივნისსა და მაისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა.
აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 24 300 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 810 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა.
რაც შეეხება 2024 წლის პირველ სამ თვეს. იანვარში სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, თებერვალში - 8, ხოლო მარტში - 3.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.