ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში – თურქეთის ელჩი

ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში – თურქეთის ელჩი
ეს ცერემონია ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო მოვლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ, წყალტუბოში ქვესადგურ “წყალტუბო 500”-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელჩმა, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და გამოხატა მზაობა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.
“ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში. ჩვენ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ იმისათვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში,” – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას