არქივი14 იანვარი, 2024, 10:08
ორი დაღუპული და სამი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავარია წუხელ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
როგორც "რუსთავი2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.