ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 38:3 დაამარცხა.
მატჩი მაღალ ტემპში ბურთის გადაკიდებებით დაიწყო, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და რეალიზებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. 37-ე წუთზე პერანიძემ საქართველოს ნაკრების შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნები“ უკვე სრულად ფლობდნენ ინიციატივას, შეცვლაზე შესულებმა გააძლიერეს თამაში, ჯერ ლელო ტაბუძაძემ გაიტანა, მერე მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა და მეტოქის ორი მორაგბე გაასინბინა, რასაც კვესელაძის, ბაბუნაშვილის და
თაფლაძის ლელოები მოჰყვა.

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
გილოცავთ! როგორც იქნა პირველი მძლავრი გამარჯვება ახალი მწვრთნელით, ესპანეთს ერთ ტაიმში 5 ლელო დაუდო ხუმრობა ნამდვილად არაა. ყველა რგოლმა შესანიშნავად იმუშავა, დისციპლინა და დაცვაც მშვენიერი იყო,ესპანეთს უბრალოდ შანსი არ ქონია მთელი თამაში, დერეფანიც ცალსახად გამოსწორებულია. შერკინებებშიც მსაჯის მოწყალება რომ არა გაცილებით დიდი ანგარიში იქნებოდა. გაითვალისწინეთ რომ 2 ძირითადი 9 ნომრის და ნინიაშვილის გარეშე თამაშობს გუნდი. ეს ყველაფერი თან ესპანეთის მწყობრი დაცვის და კარგი დაცვითი მოლის პირობებში. როგორც ყოველთვის, რაგბი ჩვენი თამაშია! წარმატებები ქართულ რაგბს!

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.