ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ორივე თბილისშია“ – მდინარაძე ზარქუა-სანიკიძეზე

„ორივე თბილისშია“ – მდინარაძე ზარქუა-სანიკიძეზე

მამუკა მდინარაძემ აბუ-დაბიში მომხდარ სკანდალზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ იყვნენ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში. დღენახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა. რომ ვრცელდება ინფორმაცია, იმხელა ჯარიმა არაა. ამასთან მიახლოებული თანხა არაა. სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა კრიმინალები. არავის არაფერი არ ამართლებს… მე თუ ვინმე თავს დამესხმება, აუცილებლად პასუხს გავცემ. გამართლება შეიძლება ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს. რთულია ქართველმა კაცმა მოითმინოს დედის გინება. გაყოყოჩებული „ქათმის“ ვაჟკაცობა არ გაიშვა და არც ქართველობა. შესაბამისი უწყებები დაინტერესებულები იყვნენ მათი ბედით და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ თავის კოლეგებთან აბუ -დაბიში. ამას გნებავთ ზრუნვა დაარქვით, გნებავთ პატრონობა დაარქვით. მე პირადადაც დაინტერესებული ვიყავი და არაერთხელ მოვიკითხე ეს ამბავი“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.