ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ჯენოასთან" მატჩში?

სერია A-ს 24-ე ტურში "ნაპოლიმ" "ჯენოას" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
Flashscore-მა "კვარას" გარჯა 7.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მა ქართველს 8.1 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.3. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.