ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორთაჭალაში 15 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე სატვირთოს მძღოლს ბრალი წაუყენეს

სატვირთოს მძღოლს, რომელიც 21 ნოემბერს თბილისში, ორთაჭალაში 15 წლის ბავშვს დაეჯახა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
"გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მძღოლი იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.