ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

5 მარტს ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ნიუჰოსპიტალში” განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, გუშინ, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა, რომელიც სამ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.