არქივი14 იანვარი, 2025, 02:30
ორთაჭალაში აფეთქებას 1 პირი ემსხვერპლა, დაშავდა 4

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ასაკოვანი კაცი.
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქებაა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.