არქივი4 ოქტომბერი, 2025, 19:52
ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირებაა - დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად დახმარებას უწევენ

ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულაც.
ადგილზე არიან დაშავებულები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.
სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა, პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ღობე გაარღვიეს, ადმინისტრაციის ჭიშკარი შეანგრიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.