ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბელიანების სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ეს დღე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, სუხიშვილების ანსამბლმა კი სახელმწიფო დროშით ქართული ხალხური ცეკვის, ,,ხორუმი“ ფრაგმენტი - მხატვრული პერფორმანსი შეასრულა.
სტუდენტემბა ორბელიანების ქუჩაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს. ორბელიანების სასახლეში გამოიფინა საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ორბელიანების სასახლეში ინახება.
პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ სტუდენტებს დროშის შესახებ ლექცია ჩაუტარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.