ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრებმაც - ნაწილი ადგილზე უკვე მივიდა.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, გასულ დღეებში მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოწვევას არ იღებდნენ და ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ. უცნობია, მივა თუ არა ორბელიანების სასახლეში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პეტიციას ხელს არ მოაწერდა მანამ, სანამ იქ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არ იქნებოდა.
პარალელურად, სასახლესთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები - ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, "საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.