ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბანი შვედეთის პრემიერს იწვევს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე სალაპარაკოდ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით, შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთში მიწვევის წერილი გაუგზავნა.
"დღეს მოწვევა გავუგზავნე პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს, რათა ჩამოვიდეს უნგრეთში და მოვილაპარაკოთ შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე", - ამბობს ორბანი პლატფორმა X-ზე.
ორბანის განცხადება რამდენიმე საათით უსწრებს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პარლამენტში დანიშნულ კენჭისყრას. უნგრეთი და თურქეთი წარმოადგენენ ნატოს ორ წევრს, რომლებსაც ალიანსისკენ შვედეთის მისწრაფებაზე თანხმობა ჯერ არ აქვთ ნათქვამი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.