ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბანის თქმით, უკრაინა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას ვერასდროს მიაღწევს

რუმინეთის ეთნიკური უნგრელების უმრავლესობით დასახლებულ ქალაქ ბაილე ტუშნადში გამართულ ფესტივალზე ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ რუსეთის მმართველობა და რეჟიმი სრულიად რაციონალურია, დასავლეთი ნელ-ნელა ძალას კარგავს, ხოლო უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის ან NATO-ს წევრი სახელმწიფო.
ორბანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე გლობალური პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილება და მსოფლიო სადავეების "ირაციონალური" დასავლეთიდან აზიისა და რუსეთის ხელში გადასვლა იწინასწარმეტყველა.
"შემდეგ ათწლეულებში, შეიძლება საუკუნეებშიც, აზია მსოფლიოს დომინანტი ცენტრი გახდება". - თქვა მან. მსოფლიოს მომავალ მმართველ ძალაზე საუბრისას კი მან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ინდონეზია ახსენა: "ხოლო ჩვენ, დასავლეთმა, რუსეთი ამ ბლოკში მოვაქციეთ". - დაამატა ორბანმა.
ორბანის თქმით, "დასუსტებული" დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთის პოზიცია რაციონალური და პროგნოზირებადია. მან ასევე რუსეთის ეკონომიკურ მზაობაზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანამ, მისი თქმით, დაწესებულ სანქციებთან ადაპტაცია წარმატებით შეძლო.
ამასთანავე, ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის და NATO-ს წევრი, რადგან მისი თქმით, "ჩვენ, ევროპელებს, ამისთვის საკმარისი ფული არ გვაქვს".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.