ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი

ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი
ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიოთ, – ასე ეხმიანება ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც ოპონენტები საუბრობენ ემიგრანტებისთვის ონლაინ არჩევნებზე, შეუძლებელია ჩვენ ვენდოთ რომელიღაც ქვეყანას, რომ იქიდან ობიექტურად წამოვა ხმები“.
მეგრელიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი.
„ოპოზიციის ერთი, შედარებით “მაღალტექნოლოგიური” ნაწილი დროდადრო ამბობს მოდით ინტერნეტით ჩავატაროთ არჩევნებიო (თან მათი ბოსი ამბობს ელექტრონული არჩევნები გაყალბებას აადვილებსო, მაგრამ ეს აბსურდული წინააღმდეგობრიობა მათ პოზიციებში კიდევ სხვა ანალიზის თემაა) და მიანიშნებს, რომ ასეთი სისტემა (რომელზეც ჯერ ჯერობით ყველამ უარი თქვა მსოფლიოში ესტონეთის გარდა)გარედან უნდა გაკონტროლდეს.
ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიეთ.
ფულიც დაიზოგება და დროც და აყვავებაც გარანტირებული იქნება, მინიმუმ სააკაშვილ-კეზერების
ქართულ სახელმწიფოში არ ჩატარდება ონლაინ არჩევნები. მრავალი განვითარებული ქვეყანა ერიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ერიდებიან ონლაინ არჩევნებს, რადგან ის არ ამართლებს და რისკის შემცველია.
ასე რომ ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით