ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არანაირი განსხვავება ოპოზიციურ პარტიებსა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან მკაფიო საგარეო ინტერვენცია ქართულ პოლიტიკაში.
“გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები, მაგალითად, ილონ მასკის გერმანიის არჩევნებში ჩარევის შესახებ?
მე გითხარით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.
მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პარტიის ქმედებების გამო, ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა გაყინა და იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს, ამომრჩეველი უნდა იყოს აქტიური მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ეს იყო ძალიან პირდაპირი ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია, რადგან ისევ იყო უზარმაზარი კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ვითარებაში საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა გამართლებული იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ოპოზიციის ყველაზე მასშტაბური წინასაარჩევნო აქცია.
“ეს აქცია უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ასე რომ, ეს იყო წინასაარჩევნო აქცია, ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი ერთობლივი კამპანიის. ის იყო უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული და ყველაზე სასაცილო,აბსურდული და უაზრო კი ის არის, რომ ოთხი პარტიის წარმომადგენლიდან არც ერთი არ გამოსულა სცენაზე, არც კი გამოჩენილან.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. საჯარო პირები აწარმოებდნენ კამპანიას ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად.
თქვენ ხედავთ, რამდენად ინტენსიურია ეს კოორდინაცია უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. უბრალოდ მათ შორის განსხვავება არ არის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება