ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს ხვდებიან.

შეხვედრას, რომელიც „თბილისი მერიოტში” მიმდინარეობს, ესწრებიან „ლელო – ძლიერი საქართველოს”, „გახარია-საქართველოსთვის” და „ოპოზიციური ალიანსის” ლიდერები.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს შეეხება.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, „სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა – ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიათათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია