ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი

ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციური არხების მიერ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის არ გაშუქებას აფასებს. დეპუტატის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრის ვიზიტი.
სეფაშვილი აღნიშნავს იმასაც, პრემიერის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა ქვეყნის პოზიციონირებასა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებას ემსახურება.
„ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის და ჩვენი დახმარება უკრაინისათვის გრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. ასეთი პოზიტიური ნარატივი ოპოზიციურ არხებს არ აწყობთ, რადგან ისინი როგორც წესი, დეზინფორმაციის ან მავნებლობის გავრცელებით არიან დაკავებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას.“ – აღნიშნა სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.