ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები იწყებენ კამპანიას „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ.
მათი განცხადებით, კამპანიის მიზანია მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერება.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებს, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობაზე. ასევე შეგეძლებათ დასვათ კითხვები თქვენთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებზე“, – ვკითხულობთ კამპანიის შესახებ განცხადებაში.
რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
საჯარო შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყება და გორში დასრულდება. შეხვედრების განრიგი ასეთია:
· 17 ივნისი – ქუთაისი
· 18 ივნისი – ზუგდიდი
· 19 ივნისი – ბათუმი
· 20 ივნისი – ოზურგეთი
· 22 ივნისი – გორი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია