არქივი8 ნოემბერი 2024, 12:56
ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

ოპოზიციური კოალიციების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდებიან.
შეხვედრას „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებიან.
შეხვედრამდე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა დიპლომატთან შეხვედრა სავარაუდოდ, 26 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.