ოპოზიციონერი დეპუტატები ინიციატივით გამოდიან, ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი, 20-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგროს

ოპოზიციონერი დეპუტატები ინიციატივით გამოდიან, ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი, 20-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგროს
ოპოზიციონერი დეპუტატები და ხატია დეკანოიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რომ ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი, 20%-ისნაცვლად, 5%-ით დაიბეგროს.
„კანონპროექტის მიღების მიზეზს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც ბინებს, სახლებს ან სხვა უძრავ ქონებას იჯარით გასცემენ ან აქირავებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება ხუთი პროცენტით, მაშინ როდესაც გაქირავება სხვა მიზნით, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, 20 პროცენტით იბეგრება. ამავე განაკვეთით იბეგრება კომერციული ფართობის საოფისე დანიშნულებით გაქირავებაც ფიზიკური პირის მიერ, ისევე როგორც ბინის ან მიწის იჯარით გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი. ეს კი არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული მიზნით აქირავებენ ან იჯარით გასცემენ შესაბამის ქონებას. აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც იქნება, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ, დაუბეგრავი თანხები მიმართონ ბიზნესის გასაფართოებლად“, – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ