ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან

„ოპოზიციას, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე სცენარი აქვს, ახალს არაფერს გვთავაზობს და [სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ისინი ისევე შევლენ პარლამენტში, როგორც ეს წარსულში გააკეთეს]“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“, თუმცა, სწორედ ეს არის მათი სახე.
„ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან.
მათთვის ძალიან მარტივად დგას საკითხი – 25 ნოემბერს 61 განცხადება მოგვიტანონ, [რომ სურთ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეთ]. ხომ შეჰპირდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყოდნენ? ჰოდა, ჩააბარონ ეს განცხადებები კანცელარიაში და ამომრჩეველს უთხრან, რომ პირობა შეასრულეს. თუ ამას არ გააკეთებენ, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“. ეს არის სწორედ მათი სახე“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას