ოპოზიციის ფერიცვალება აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მას პერსპექტივა ვერ ექნება

ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ფერიცვალებას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებითაა წარმოდგენილი, პერსპექტივა ვერ ექნება. სვამს კითხვას, როდის იყო ოპოზიცია გულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდა, თუ ახლა, როცა ის ლიდერად დაისვა.
„ფანჩატურული ერთობა ჩვენ ვნახეთ გადამისამართებული საპრეზიდენტო სასახლეში, მაგრამ ამ გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი უმეტესობა არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. უბრალოდ, მე მაინტერესებს ერთი რამ, თითოეული მათგანი და ერთად აღებული, როდის იყვნენ უფრო მეტად გულწრფელები, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, თუ დღეს, როდესაც ისინი მას ლიდერად აღიარებენ? ასე რომ, ასეთ ფერიცვალებას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებითაა წარმოდგენილი, პერსპექტივა ვერ ექნება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო