ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული განცხადებები ჰგავს მათ სურვილებს თუ ბოლო იმედებს, რომ საქართველოსთან მიმართებით, ნეგატიური პროცესი წარიმართოს – მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის მხრიდან ეს პროვოკაციული განცხადებები უფრო ჰგავს მათ რაღაც სურვილებს, თუ ბოლო იმედებს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაიმე ნეგატიური პროცესი წარიმართოს და საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უნგრეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
“უნგრეთის მხრიდან საქართველოს აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას სხვა ქვეყნებთან მიმართებით და, ამ შემთხვევაში, უკრაინასთან მიმართებით, ეს არის ქვეყნის პოზიცია, ქვეყნის საქმე. უკრაინის საკითხი უნგრულ საზოგადოებაში არამხოლოდ ხელისუფლებაში, არ არის გუშინ გაჩენილი საკითხი. საკმაოდ კომპლექსურია ეს საკითხი – იქ არის უნგრეთის უმცირესობების თემა უკრაინაში, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის იდგა ეს საკითხი”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან