ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ

ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი ქვეყანაზე მოფიქრალ ადამიანებად თავის წარმოჩენას ცდილობენ.
„„ნაცმოძრაობის“ გაერთიანება „ახალი“ სახეებით, ახალი ვარცხნილობით, პიჯაკით, მოშვებული წვერით თუ გაჭაღარავებული თმებით მაინც იგივე შინაარსითაა, როცა ხელისუფლება ჰქონდათ ხელთ და ადამიანების ბედს განაგებდნენ ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნდათ. ახლა ჩამალული არიან ჩრდილში და იქიდან ცდილობენ, საკუთარი თავი ქვეყანაზე მოფიქრალ ადამიანებად წარმოაჩინონ. ასე არ არის, ყველას, სხვადასხვა დოზით, სისხლში აქვს ხელი გასვრილი და თავისი ქვეყნისთვის, ცუდის გარდა, არაფერი მოუტანია. მათი ძალისხმევა ემსახურება მთავარ მიზანს, რომ მსოფლიო დაპირისპირების პერიპეტიებში საქართველო ისეთ მიმართულებაში ჩართონ, რომელსაც სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან უთითებენ. მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება – უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ. ქარტია შექმნეს, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი. იმან ვერ გაამართლა, თორემ ქარტიის იდეა ძალაში რჩება – მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აგინეს ერთმანეთს. იგივე სცენარი ვითარდებოდა, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები აქებდნენ და მუხლზე ჩოქვით მივიდნენ „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ესეც მითითება იყო. ანუ, ის განაგებს, ვინც ფულს იხდის და პირობებს აძლევს. ეს ცენტრი თბილისში არ მდებარეობს, გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება. ეს ინსტრუქცია „ჭკვიანურია“, თუმცა საქართველოსთვის ზიანის მომტანი თავისი მზაკვრულობით, ქვეყნისთვის არასასურველი განვითარების პერსპექტივით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული