ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, რა სცენარში ჩაჯდებიან – ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი

ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, რა სცენარში ჩაჯდებიან – ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი
ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან – ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, გახარიას და „ნაცმოძრაობას“ 4 მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს.
„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი – 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობას“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ, ამიტომ არიან დისკრედიტირებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: სასოწარკვეთილებაშია როგორც ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, იგივე ეხება მათ პატრონებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება