ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე “ათობით ათასი ლარი დახარჯა”, რეალობას აცდენილია

ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე “ათობით ათასი ლარი დახარჯა”, რეალობას აცდენილია
„ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე “ათობით ათასი ლარი დახარჯა”, რეალობას აცდენილია და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი განმარტავს, რომ ცესკომ უზრუნველყო ტრენინგებში ჩართული 5 500-ზე მეტი ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო მასპინძლობდა 100-მდე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – ასეთ ვიზიტებს და ღონისძიებებს მაღალი ორგანიზაციული სტანდარტი და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება, რაც კვებით მომსახურებასაც მოიცავს. ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა, ეს ხარჯები კვებამდე დაიყვანოს და კვების ჭრილში განიხილოს ცალმხრივი და მიზანმიმართული მანიპულაციაა.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი ბრალდებები იწვევს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს დემოკრატიული პროცესის სიმყარის ჩამოყალიბებას. „ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა – როცა კრიტიკა საფუძველს კარგავს ოპოზიციის ბრალდებები ცესკოს წინააღმდეგ, თითქოს უწყებამ კვებაზე “ათობით ათასი ლარი დახარჯა”, რეალობას აცდენილია და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. სურათი გაცილებით ფართოა და ამის უგულებელყოფა, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერია. ცესკომ, როგორც მოწინავე საარჩევნო ადმინისტრაციამ, უზრუნველყო ტრენინგებში ჩართული 5 500-ზე მეტი ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა — რაც, ბუნებრივია, მოიცავდა კვებით უზრუნველყოფასაც. ერთჯერადი ტრენინგები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, წარმატებით განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ მონაწილეები საჭირო მინიმუმით უზრუნველყოფილნი იყვნენ. გარდა ამისა, საქართველო მასპინძლობდა 100-მდე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – საერთაშორისო დონის ღონისძიებას, რომელიც არა მხოლოდ ცესკოს, არამედ ქვეყნის იმიჯსაც განაპირობებს. ასეთ ვიზიტებს და ღონისძიებებს მაღალი ორგანიზაციული სტანდარტი და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება, რაც კვებით მომსახურებასაც მოიცავს. ოპოზიციის მცდელობა, ეს ხარჯები კვებამდე დაიყვანოს და კვების ჭრილში განიხილოს ცალმხრივი და მიზანმიმართული მანიპულაციაა. სწორედ ასეთი ბრალდებები იწვევს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს დემოკრატიული პროცესის სიმყარის ჩამოყალიბებას.
ყოველთვის ღიად და გამჭვირვალედ აწარმოებს საქმიანობას. ხარჯები დეტალურად აისახება საჯარო დოკუმენტებში და ნებისმიერი დაინტერესებული მხარე თავადაც გადაამოწმებს რიცხვებს.“- წერს ჩიხელიძე.
Next: სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი: წარვადგინეთ ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მინდა ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო – დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს