ოპოზიცია - 51.9; ოცნება - 40.9% - Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა.
18:00 საათის მონაცემებით, შედეგები ასე გადანაწილდა:
· ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%
· ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 16.7%
· კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16.7%
· ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10.3%
· გახარია - საქართველოსთვის - 8.2%
· გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.3%
· ლეიბორისტული პარტია - 2%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2%
· სხვა პარტიები - 0.9%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.