ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – ლადო მგალობლიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაში“ „ედისონ რისერჩის“ კვლევებთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება:
„გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა ,,ედისონ რისერჩის'' მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის რეალური მიზანია წინასაარჩევნოდ შექმნას გაყალბებული აღქმა ოპოზიციის ფართო ელექტორალური მხარდაჭერის შესახებ. ვინაიდან, როდესაც 26 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან, ჰქონდეთ საფუძველი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის.
კვლევა იმდენად კომიკურია, რომ შეუძლებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. მაგრამ ერთ პუნქტს მაინც გამოვყოფდი, რომლის თანახმად: ოპოზიცია, ედისონ რისერჩზე დაყრდნობით, ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ აბსურდია. არასოდეს ომის იდეას მშვიდობაზე არ გაუმარჯვია. ასე იქნება ახლაც – 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება'', ხოლო ომის პარტია სასტიკად დამარცხდება“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.
Previous საქართველო ისწრაფვის გახდეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცის განუყოფელი ნაწილი და წვლილი შეიტანოს მასში საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობებით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება